“მინდა დავინახო, ვინ ემიჯნება ამ პროცესს ყალბი ფრაზებით…”

“მინდა დავინახო, ვინ ემიჯნება ამ პროცესს ყალბი ფრაზებით…”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია”  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დაანონსა.

“მე დღეს დავბრუნდი. მექნება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უახლოეს დღეებში და გვექნება ამ თემაზე საუბარი გუნდში. იგეგმება ფორმატიც. მე მინდა დავინახო, ვინ ემიჯნება ამ პროცესს ყალბი ფრაზებით და ქვეტექსტში შეპარული ორაზროვანი განწყობით კი არა, რაც რამდენიმე კომენტარში მოვისმინე, რაც სირცხვილი იყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ.