ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული “ნაცმოძრაობის” ერთი აქტივისტი რუსთავში, მეორე კი ხაშურში გადაიყვანეს

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული “ნაცმოძრაობის” ერთი აქტივისტი რუსთავში, მეორე კი ხაშურში გადაიყვანეს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული პარტიის აქტივისტები, დები ინგა და ირმა ხოროიშვილები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა.

ხარაზის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული რუსთავში, ხოლო მეორე ხაშურშია გადაყვანილი. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ახლობლების გადმოცემით, ინგა ხაროიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ირმა ხაროიშვილი კი ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგია.