ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა

ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა

ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა და თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება.

„პირველ რიგში, ჩემი ბედი უფლის ხელშია. მე ქრისტიანი ვარ. უფლის მხრიდან დაცვის მწამს. მე ვენესუელელი ხალხი მიცავს და ჩვენ დაზვერვის კარგი სამსახური გვაქვს

„ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის მაფიას ჩემი მოკვლა დაავალა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა მადურომ.