"შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობრებს"

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებთან შეხვედრა რუსთაველის გამზირზე დაუგეგმავი იყო და მოსამართლეთა სიაზე საუბარი არ ყოფილა:

"შემთხვევით შევხდი ჩემს მეგობრებს ქაშუეთის ეკლესიის წინ, ზუსტად 5 წუთი ვისაუბრეთ. თემა თუ გაინტერესებთ, ეს იყო – ჩვენს მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი და ვისაუბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს, გვიანი იყო თუ შეიძლებოდა მისვლა. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ. რაღაცა მსგავს სიებზე თუ მნიშვნელოვან საკითხზე, რუსთაველის გამზირზე, ღიად ხალხი არ საუბრობს”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

გუშნწინ “ტაბულას” მიერ გავრცელებულ ფოტოზე ვანო ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე და ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე იყვნენ.