"შეიძლება, ჩვენ აღარც მოვინდომოთ კანდიდატობა" - მოსამართლე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირი ტელეეთერით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ შესაძლოა, მონაწილეობა არ მიიღოს.

"ხშირად გვდებენ ბრალს მე და ჩემს კოლეგებს, რომ ის 10-კაციანი სია ისევ მიტრიალდება უკან და არაფერი არ შეიცვლება. მე გარწმუნებთ, რომ კოლეგებთან მაქვს ურთიერთობა და იმხელა წნეხი განხორციელდა ჩვენზე, რომ შეიძლება, ჩვენ აღარც მოვინდომოთ ეს კანდიდატობა იმიტომ, რომ ეს იყო არნახული წნეხი, არნახული დისკრედიტაციის პროცესი ჩვენ მიმართ განხორციელებული,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი ნომინირების დროს კანონი არ დაურღვევია და კანდიდატურების მოხსნის გადაწყვეტილება სასამართლოს პრესტიჟის დასაცავად გადადგეს.