ქვეყანაში გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სოციალური აქცია , რაც გულისხმობდა ვალების ჩამოწერის პროგრამას. ჯამში 610 ათასი ბენეფიციარი ჰყავს პროგრამას ,რომელთაც ჩამოეწერათ 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება,რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწევდა მათ და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას. ვფიქრობ, ეს უკეთეს სასტარტო პოზიციებს აძლევს სრულიად საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას , რომ შემდგომი განვითარება გააგრძელოს ეკონომიკური კუთხით.