მინისტრი:

მინისტრი: "არ არის გამორიცხული, მე–12 კლასელებისთვის გამოცდები წელსვე გაუქმდეს"

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ  2019 წელს 12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს:

„ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე–11 კლასს. რაც შეეხება მე–12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია,  ექსპერტებთან, საკანონმდებლო  ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ წინასწარ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ინფორმაცია.

კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის  და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს“, – აღნიშნა ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.