"საპენსიო რეფორმა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ცხოვრებას აუმჯობესებს", – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის მიზანია, ქვეყანაში დანაზოგების შექმნას ხელი შეეწყოს.
„რეფორმის მიზანია, ასევე, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების შანსი მისცეს, როცა ისინი აღარ იმუშავებენ და გავლენ პენსიაში. ეს არის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ამის განხორციელება დაიწყო. არსებობს გამოწვევები, მაგალითად იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობის ნაწილს არ ესმის მისი მნიშვნელობა. საპენსიო ფონდი და მათი ხელმძღვანელი აქტიურად მუშაობენ, რომ მოსახლეობაში აამაღლონ ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სისტემა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რამდენადაც ყველა ცვლილებას სჭირდება დრო. დარწმუნებული ვართ, გარკვეული დროის შემდეგ მოსახლეობა საპენსიო სისტემით კმაყოფილი იქნება“, – აცხადებს მერსი ტემბონი.