ფოთის მერის ყოფილი მრჩეველი შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას მიმართვას ეხმიანება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მასზე ფარული კადრების გამავრცელებლებს აფრთხილებს, რომ ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს. "არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, მაგრამ არასოდეს არანაირი სოლიდარობა არ მექნება ამ მონსტრი, ცრუპენტელა ამაზზრზენი ბესელიას მიმართ!" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შორენა მირცხულავა:
"მოგმართავ შენ, სხვების და მათ შორის პირადად ჩემიც, უფლებაშემლახავო ეკა ბესელია: ნუ სპეკულირებ დღემდე ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის მონაპოვრით! 2012 წლის მონაპოვარის პირველი გამანადგურებელი შენ იყავი. შენ დაიწყე თანამებრძოლების ჩაგვრა და დისკრედიტაცია. ეხლა ვხვდები შენ სწორედ ასეთი კომპრომატების შედეგად დაგვასვი თავზე ფოთში ნაცპორტირებულები და ჩაწიხლე "ქართული ოცნების" მებრძოლები. შენი ფეხების ბაკუნის შედეგად გახდა იძულებული ფოთის მერი დავით სარსანია გადამდგარიყო, რადგან ხელის და ფეხის "დამზელავ" ბიჭად ვერ აქციე! შენი პირადი შეკვეთით მოხდა ჩემს მიმართ, როგორც (ფოთის მერის მრჩევლის) სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რომლის გამოც 3-წლიანი ბრძოლის შემდეგ გამამართლა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის იმ მოსამართლეებმა, ვინც შენი მონა არ გახდა (მადლობა მათ ამისთვის). ამის მერეც რა ტანჯვა წამება გადამხდა შენი პირადი შეკვეთით, იმას ეს პოსტი არ ეყოფა და უფრო სხვა ფორმით გავასაჯაროვებ. დროა, ეხლა შენ გვიფრთხილდე ბევრ ჩემნაირს, შენგან ჩაგრულს და გაწამებულს, აქამდე რომ სწორედ გუნდურობის და "ქართული ოცნების" ერთგულების გამო ვერ ვამბობდით ხმამაღლა შენს "გმირობებს".
ბოლობოლო რა გადაგვაყოლე ამ შენს ოჯახურ "კლიპებს " ვის აინტერესებს საერთოდ შენი პირადი სივრცე!!!
ჯანდაბამდე გზა გქონია, შექმენი ახალი პარტია საკუთარი ოჯახის წევრებისგან და რაც გინდა ის აკეთე!“- წერს მირცხულავა.