უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მოსამართლეებს უვადოდ აღარ დანიშნავენ და ამ საკითხზე უკვე ივანიშვილმაც თანხმაა:
"უმრავლესობის შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდება. ივანიშვილი შეყავდათ შეცდომაში. არ იცოდა ამ ადამიანმა, რომ 2024 წლამდე გადადებული იყო და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იყო. ეს რომ გაიგო, დათანხმდა ივანიშვილიც. ეს გუშინ მოხსენდათ მოსამართლეებსაც. ყველაზე დიდი დაპირისპირება ამ ჯგუფსა და მოსამართლეებს შორის მოხდა. ნაცმოძრაობას ჰქონდა ეს ჩანაწერები და რომ ნდომოდათ, თავის დროზე გამოაქვეყნებდნენ. როდესაც ბერკეტი არ გიჭირავს, ძალიან ძნელია ასეთი დანაშაულის ჩადენა”, – განაცხადა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.