ინციდენტი ჟურნალისტების შეხვედრაზე ივანიშვილთან(VIDEO)

ინციდენტი ჟურნალისტების შეხვედრაზე ივანიშვილთან(VIDEO)

შელაპარაკება ბიძინა ივანიშვილსა და გია ჭანტურიას შორის. დაპირისპირება მედიის წარმომადგენლებთან ქართული ოცნების ლიდერის შეხვედრაზე მოხდა. შეალაპარაკება რადიო პალიტირის ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, კითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხებოდა, რომელიც ივანიშილის განცხადებით თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმალყოფილებს. გია ჭანტურია ივანიშილის პასუხმა გააღიზიანა, რის შემდეგაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სიტყვიერმა დაპირისპირებამ სასტუმრო "რადისონის" შესასვლელში გადაინაცვლა, სადაც კამათი ტელეკომპანია მაესტროს დამფუზნებელ მამუკა ღლონტსა და გია ჭანტურიას შორის გაგრძელდა. მამუკა ღლონტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ხელისუფლებისგან მართული უწოდა.