კობახიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?

კობახიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?

კობახიძის და მურუსიძის საძმაკაცოს შეხვედრაში ათასობით ლარს არ უნდა ვიხდიდეთ, - ამის შესახებ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დოლიძის თქმით, შეხვედრის ფორმატი არალეგიტიმურია.

"ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა - ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!

დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ჩვენ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ ეს საკითხი დავსვა შეხვედრის დასაწყისშივე",- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება, რომელსაც არასამათავრობო  ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე არ ესწრებიან.

trampi ისე ამ ქალს რატომ ებრძვიან (თანაც მუდამ) უბრალოდ ვერ ვიგებ
ხოოო..... ხოოო...... ებრძვიან .......
არადა ჩემის აზარით ობიქტურია და 90 % ყოველთვის ნაღდს ლაპარაკობს
აქა-იქ კი გააახურებს ხოლმე, მაგრამ ძირითადად მართალია ხოლმე
6 წლის უკან