„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს დღეს დაკრძალავენ. ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტიდან თბილისში 25 იანვარს ჩამოასვენეს. ის 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.