13-დღიანი სამაშველო ოპერაცია ესპანეთში ტრაგიკულად დასრულდა - 110 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ორი წლის ბიჭუნა, მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ბიჭის სხეულს მაშველებმა 26 იანვარს, ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. ხულიენ როსელლო ვიწრო ხვრელში 13 იანვარს ჩავარდა, როცა ესპანეთის სახრეთით, ტოტალანში მშობლებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა.
"ჩემი ცოლი განადგურდა" - ამბობს ბიჭუნას მამა, რომელიც თავადაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ოჯახმა 3 წლის წინ კიდევ ერთი შვილი დაკარგა.