რა ქონებას ფლობს წყალტუბოელი ჩინოვნიკი, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს

რა ქონებას ფლობს წყალტუბოელი ჩინოვნიკი, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სუს-მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, ქრთა­მის აღე­ბის­თვის წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი, ხოლო ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის მე­რი­ის ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, საქ­მე ეხე­ბა 250 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით თან­ხას, რო­მე­ლიც ივა­ნე­იშ­ვილ­მა უცხო­ელ ბიზ­ნეს­მენს წყალ­ტუ­ბო­ში შე­ნო­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ფა­სად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის სა­ნაც­ვლოდ მოს­თხო­ვა.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და თუ რა ქო­ნე­ბას ფლობს თი­თო­ე­უ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი.

2018 წლის 22 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი ფლობს, ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო ნო­მერს (მშე­ნე­ბა­რე), რო­მე­ლიც 2017 წელს 76 500 ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი; 34,9 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას დაბა ბა­კუ­რი­ან­ში; თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 168 კვ. მეტ­რის ბი­ნის 50%-იან წილს, რომ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი წილი მისი მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბაა; 286,3 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 990 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს წყალ­ტუ­ბო­ში.

მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე, ექ­ვსი მი­წის ნაკ­ვე­თი წყალ­ტუ­ბოს სო­ფელ ქვი­ლი­შორ­ში, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ფარ­თი 66 632 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს. გარ­და ამი­სა, ივა­ნე­იშ­ვი­ლი ფლობს 18 კვ. მეტ­რის ავ­ტო­სად­გომს თბი­ლის­ში; 2 330 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის 50%-იან წილს, წყალ­ტუ­ბო­ში ცივი ტბის მიმ­დე­ბა­რედ; 1 600 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს ურეკ­ში; წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე 101 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი­სა და 97,8 კვ. მეტ­რის კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის 50%-ს; ასე­ვე 60 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის 50%-იან წილს.

მას­ვე ეკუთ­ვნის 836,02 კვ. მეტ­რის კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ურეკ­ში; ასე­ვე 146 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბი­სა და 1 736,36 კვ. მეტ­რის ორი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვი­ლი­შორ­ში.

ამას­თან, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი „ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რი“, რო­მე­ლიც 2014 წელს 128 158 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

asdf961 გაუმაძღარი ყოფილა!
6 წლის უკან