ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, ტყვარჩელის რაიონ სოფელ წარჩეს მკვიდრი, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეს, 1962 წელს დაბადებულ პირს, რომელსაც უკვე შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.
როგორც აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ჩხრეკისას მის კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ნაპოვნია ხელყუმბარა, ვაზნები და სამხედრო-საინჟინრო დანიშნულების ელექტროდეტონატორი.
ამავე ცნობით, აღძრულია სს საქმე 274-ე, რაც სხვა ქვეყნისთვის ჯაშუშობას, სხვა სახელმწიფოსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას და ასევე 217-ე მუხლებით, რაც საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.