პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"როგორც ფულის გათეთრებაა სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთივე დანაშაულია "განაჩენის გათეთრება" და ის უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლებრივი წესით. რასაც ახლა მურუსიძე აკეთებს, ამის კლასიკური მაგალითია. მაღალი ალბათობით პროკურორი და მურუსიძე სასამართლო პროცესამდე ჯდებოდნენ და ალაგებდნენ, თუ რა სახით უნდა შესულიყო საქმე სასამართლოში, რომ განაჩენი გათეთრებულიყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი საფუძველია, რომ დაიწყოს შესაბამისი გამოძიება, დაიკითხონ პროკურორები, გამომძიებლები და სხვა მონაწილე პირები. მაღალი ალბათობით, მურუსიძე ციხეში წავა. ისიც მოისვენებს და ჩვენც დავისვენებთ", - წერს ხუხაშვილი.