ისანში გზის ნაწილი ჩავარდა და სატვირთო ჩაიყოლა

ისანში გზის ნაწილი ჩავარდა და სატვირთო ჩაიყოლა

თბილისში, ისნის რაიონში, დედოფლისწყაროსა და წურწუმიას ქუჩების კვეთაზე, გზის სავალი ნაწილი ჩვარდა, რომელმაც სატვირთო მანქანაც ჩაიტანა.

როგორც ადგილობრივებმა „ნიუპოსტს" აცნობეს, ორი დღეა, მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მილია გახეთქილი, მაგრამ სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.