მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მადლობა მერიას, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის" მფლობელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია დათანხმდა მერიის წინადადებას.
"მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ ამოვარჩიოთ ჩამონათვალიდან, რომელი ობიექტი უფრო გვაწყობს. რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. ჩანაცვლება ან გამოსყიდვა ჩვენ გვაკმაყოფილებს, უბრალოდ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.
"შემოთავაზებული ვარიანტები არის რეალობასთან ახლოს და ადეკვატურია, ამიტომ დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბიზნესს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, ვარკეთილში თუ გლდანში. იქ არის საინტერესო ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ადგილმდებარეობას ვერ დავაკონკრეტებ", - განაცხადა ზაქაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი" აღარ აშენდება.