"გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა თუმცა საიდან, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ"

ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან უყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ აღნიშნულის შესახებ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საუბრისას განაცხადა და გიგი უგულავას დროს გაცემული ნებართვები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური უვადო ნებართვა, ხოლო შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან უყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ", - ამბობს კალაძე.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი" აღარ აშენდება. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.