დედაქალაქის მერი კახა კალაძე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება. ინვესტორი კი შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდა. კომპენსაციაზე საუბარი არ არის, როგროც კალაძემ აღნიშნა, ადგილ-მონაცვლეობის შესახებ არის შეთანხმება მიღწეული:
„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებლებთან, საკმაოდ დიდია ინტერესი აშენდება თუ არა რაიმე შენობა-ნაგებობა, ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მირწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ვაკის პარკში არაფერი აშენდება. მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორს, რომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები. როგორც მოგეხსენებათ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაიცა ნებართვა, რომელიც არის უვადო, მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.