მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სკანდალური ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სკანდალური ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თავისუფალია. სასამართლომ იგი გუშინ დარბაზიდან 5000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგეშიძემ სასამართლოს ტერიტორია ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვა. მის წინააღმდეგ საქმე სპორტის სასახლეში მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურად ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს.

გეგშიძის გათავისუფლების შემდეგ ზურაბ დათუნაშვილი სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს. დათუნაშვილი რამდენიმე წლის წინ ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ ისაუბრებს, რომლის შედეგადაც ფედერაციის პრეზიდენტის სკამი გეგეშიძემ დაიკავა. ის ასევე სავარაუდო ფინანსური დარღვევების შესახებ დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს.