"ვინც გაგძარცვათ და გაგაუბედურათ იმას მიხედეთ, თქვე კურდღლებო თქვენა"

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გავრცელებელ ფოტოკოლაჟს ასე ეხმაურება:

"3-სართულიანი სასახლეები აიშენეს, ბიუჯეტს მილიონები მოიპარეს, ქრთამს-ქრთამზე იღებენ, ცოლ-შვილი უცხოეთის რომელ კურორტზე დაასვენონ აღარ იციან და ამ არაკაცებმა ერთი ამბავი ატეხეს - მელორმა გერმანიაში ფეხსაცმელი მოიპარაო! ჯერ ერთი, ნემსი არ მოუპარია, მაგრამ გინდა მოეპარა - რა იცით? იქნება სამშობლოდან უკაპიკოდ გაქცეულს ზამთარში ფეხსაცმელი არ ჰქონდა? ან იქნებ ბავშვს მოშივდა და მამამ ხელი აიღო? არ მესმის რა დაგიშავათ ამ ბიჭმა? მიშას სისხლიანმა რეჟიმმა ციხის ჯურღმულებში ჩააგდო პატარა ბავშვი, 5 წელი აწამა! და რა ქნა ამის სანაცვლოდ?კაპიკი მაინც მოგპარათ? ქრთამი აიღო? ბიუჯეტი გაძარცვა? თქვენს ხარჯზე სასახლეები აიშენა? ვინც გაგძარცვათ და გაგაუბედურათ იმას მიხედეთ, იმას აგებინეთ პასუხი მე თქვენი ძალათ მორალისტი შუბა დავხიე, თქვე კურდღლებო თქვენა!“ - წერს ბრეგაძე.