გირჩი, 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის აკრძალვას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„გირჩის მთავარი მიზანია საზოგადოებას გააგებინოს, რომ საქმე აქ არა ბოჩოლაში, არამედ საკუთრების შინაარსის გაგებაშია. როგორც პირველ საქმეზე ვცადეთ აგვეხსნა, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის, ასევე უნდა ავხსნათ, რომ ადამიანის შრომის შედეგად შექმნილი პროდუქტი მას ეკუთვნის", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მთავრობის ახალი დადგენილებით, წლის დასაწყისიდან საქართველოდან 140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, აკრძალვის მიზანი ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულების შექმნაა.