"ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ასევე ქვეყანას“

ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა.

„თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.