“ოცნების” შეკრებასთან დაკავშირებით, ერთი რამ სრულიად ცხადია,ამ ყველაფრის მიზანი ივანიშვილის გადარჩენაა”

“ოცნების” შეკრებასთან დაკავშირებით, ერთი რამ სრულიად ცხადია,ამ ყველაფრის მიზანი ივანიშვილის გადარჩენაა”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არ ვიცი რა მოლოდინები არსებობს დღეს ივანიშვილის დირიჟორობით “ოცნების” შეკრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია ჩემთვის:

სწორედ იმიტომ რომ ივანიშვილი დირიჟორობს ამ ყველაფერს, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს დღეს და როგორც არ უნდა მოფხანოს გული ვინმეს, ამ ყველაფრის მიზანი ივანიშვილის გადარჩენაა, იმის, ვინც სათავეა საქართველოში დღეს გაბატონებული ბოროტების.

ერთის მხრივ ამ ბანდის მომხრეები და მეორეს მხრივ – გოდოს მომლოდინე უკმაყოფილოები კიდევ ერთხელ დააღებენ პირს და შემდეგ ღრმა ფილოსოფიურ კითხვას დასვამენ – გვეშველება რამე?

არაფერიც არ გვეშველება ტვინი თუ არ გავანძრიეთ და პატარ–პატარა გულის ფხანებით კიდევ ერთხელ დრო მივეცით მათ, ვისაც საქართველო სრული განადგურებისკენ მიჰყავს.