მოშივდა, მოშივდა, არაუშავს, გაუგზავნის მბრძანებელი კონვერტით და დაწყნარდება

მოშივდა, მოშივდა, არაუშავს, გაუგზავნის მბრძანებელი კონვერტით და დაწყნარდება

"ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მამა-შვილ ყიფშიძეების რამდენიმედღიანი ხმამაღალი ხელისუფლების კრიტიკას და ფინანსურ პრობლემებზე წუწუნს გამოეხმაურა. 

"მოშივდა, მოშივდა. არა უშავს ამ განცხადების შემდეგ გაუგზავნის მბრძანენელი კონვერტით და ესეც დამშვიდდება. აი, ისევე როგორც შეაწყვიტინა ღრიალი ამასწინათ გიორგი შენგელაიას. ხომ გახსოვთ ჯერ უწიგნურობაში რომ ამხილა ივანიშვილი, ჰოდა, ეს მაშინდელი უცოდინარი ახლა უკვე მინიმუმ სოფოკლედაა გადაქცეული. ისე, ყიფშიძე ყველა ხელისუფლების დაუცხრომელი პროპაგანდისტია. 1999 წელს მრეწველების სარეკლამო სახეც იყო. მოკლედ სხვა საქართველო სად არი“, - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ "კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა თუ როგორ უჭირს მის ოჯახს.

"თუ არა გყავს პატრონი ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის. ყველა უცხოელს შეიძლება მოეფერონ, საკუთარ ხალხს კი სისულელეებს უკეთებენ. დღეს ცოცხები აღარ არის, მაგრამ ისეთებს შვრებიან... გავგიჟდით, ეტყობა... ერთხელ ვცხოვრობთ და ჯანდაბას, სახელი დაგვრჩება-არდაგვრჩება, ფეხებზე გვკიდია - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება" - ამბობს ზურა ყიფშიძე.

მის ამ ინტერვიუმდე კი მისმა შვილმა, გიორგი ყიფშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელფასი არ აუღია და დილეტანტი მთავრობა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. „2020NEWS“-სთან საუბარში კი გიორგი ყიფშიძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა, არც მობილური აქვს და არც მანქანა ჰყავს.