„ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ჩართვას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ“

„ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ჩართვას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ“

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ბრძოლას იწყებს და ამის  თაობაზე კონსულტაციებს მართავს სხვა ოპოზიციურ ძალებთან. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით „გაერთიანებულ ოპოზიციასთნ“ ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა და ამ  ეტაპზე პროცესებში აქტიურად  ჩართვას პარტია არ გეგმავს.

„ევროპული საქართველოს“ მიზანია საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ჯერ ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემაში, რაზედაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. 

„რაც შეეხება კონსულტაციებს ვადამდელი არჩევნების  მოთხოვნით, „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ ამ ეტაპზე არ ყოფილა. საპრეზტიდენტო არჩევნების შემდეგ იყო ზოგადად საუბარი საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. სამომავალოდ ალბათ გამოიკვეთება გვაქვს თუ  არა  ერთიანი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში.

„რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას ქართველ ემიგრანტებთან  ერთად საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეს სააკაშვი-ლის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა და ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.