შესაძლოა ჯგუფი გაიყოს, დიდი ჯგუფი გამოეყოს მცირეს, ან პირიქით

შესაძლოა ჯგუფი გაიყოს, დიდი ჯგუფი გამოეყოს მცირეს, ან პირიქით

განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პოლიტიკას და პოზიციებს არ შევცვლით. მეტი თავდაჯერებულობა მოგვეთხოვება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს განსზვავებული აზრები. შესაძლოა ჯგუფი გაიყოს. დიდი ჯგუფი გამოეყოს მცირეს, ან პირიქით. ფაქტია, რომ ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. არის საფრთხეები. ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტების და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდეგ თავადვე იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული და არის მეორე ნაწილი, რომელიც კრიტერიუმებს ეხება და ეს უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი. განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.