„ერთი რამე უდავოა…” – ალექსანდრე ქანთარია “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრას აფასებს

„ერთი რამე უდავოა…” – ალექსანდრე ქანთარია “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრას აფასებს

„პროცესი ძალიან ჯანსაღია და მგონია, რომ არის ძალიან კარგი,“ – ეს შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ქანთარია შეხვედრით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ ჯანსაღი და შინაარსიანი მსჯელობა გაიმართა.

„ერთი რამე უდავოა, მივიდეთ ერთ პოზიციაზე. გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს. ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით იმაში, რომ ისეთი მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების ნდობას “, – აღნიშნა ქანთარია ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ქართული ოცნების” ოფისში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

Maverick ნუთუ მარტო მოსამართლეებზე იყო საუბარი და არა სამართლიანობის აღდგენაზე, "გაგულავებული" ქოცური ბნელიტის მადის შეკვეცაზე, ქართული კონსტიტუციის და არა ერთპარტიული, არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლაზე?!
6 წლის უკან