ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას…

ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას…

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რათა საზოგადოებასთან და გუნდთან შეთანხმება მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. გარდა ამისა, ქუცნაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ ეკა ბესელიას არ აქვს.  ქუცნაშვილის განცხადებით, სხდომაზე რომელიმე დეპუტატი გარიცხვის საკითხი არ დამდგარა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველას აზრს ისმენდა და ცდილობდა გამაერთიანებლის როლი შეესრულებინა.

„ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ საზოგადობასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც ცდილობდა მოესმინა ყველასთვის ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამდა,“-ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მხოლოდ “მოსამართლეების გამწესების საკითხი განიხილეს. ქუცნაშვილის თქმით, დისკუსიისას განიხილეს თუ რა წესების და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა.

“ქართულ ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.