“აღელვებული არა,დაღლილი ვარ…” – ეკა ბესელიას პირველი კომენტარი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ

“აღელვებული არა,დაღლილი ვარ…” – ეკა ბესელიას პირველი კომენტარი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ

“ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრა დასრულებულია. მმართველი გუნდის შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ წუთებში განცხადებებს მხოლოდ დეპუტატები აკეთებენ, როგორც ცნობილია, საკუთარ პოზიციას ბიძინა ივანიშვილი არ დააფიქსირებს.

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია.  აუდიენციის დეტალებზე საუბრისას მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი უწევდა შეხვედრას მოდერაციას.

„მგონია, რომ კარგი და საჭირო შეხვედრა იყო და იყო შესაძლებლობა, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შეხვედრის მოდერაციას აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად, გვქონდა შესაძლებლობა ჩვენ რამდენიმე ადამიანს, ყველამ ვერ ამოწურა თავის სათქმელი და ამიტომაც, ხვალ გრძელდება, გვეთქვა რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა და მანამდე გაკეთებული განცხადება, რა დროსაც, მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია.

„მე იგივე პოზიცია მაქვს და კითხვები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე – საერთოდ, არ დასმულა ეს საკითხები და გთხოვთ, ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს,“ – ამბობს ბესელია.

ამასთან, ჟურანლისტის რეპლიკაზე, რომ ის საკმაოდ აღელვებული ჩანს, ბესელიამ უპასუხა, რომ ის უბრალოდ დაღლილია.