ბრიტანელების მადლობა ქართულ პოლიციას

ბრიტანელების მადლობა ქართულ პოლიციას

დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართულ საგამოძიებო უწყებას  მადლობას უხდის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფარდის დაკავებისთვის. “ღნიშნულის შესახებ საელჩო განცხადებას ავრცელებს.

"დიდ მადლობას ვუხდით ქართულ პოლიციას მათი ძალისხმევისთვის და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას", - წერია განცხადებაში.

შეგახსებებთ, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1987 წელს დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, როდესაც კატერით სეირნობის დროს, რომელიც ამობრუნდა, შეპარდის შეყვარებული გარდაიცვალა. ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსიით, ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.