„ქართული ოცნების" ლიდერმა კახეთის რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრები საგარეჯოში დაასრულა. მან ადგილობრივ მოსახლეობასთან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს „ჩადგნენ ხალხის სამსახურში".
ამომრჩეველს საგარეჯოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმაც მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა, საყვირებითა და შეძახილებით, საგარეჯოში მიმდინარე შეხვედრის ჩაშლაც სცადეს.