„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი იქნება, რომელსაც ისინი დასვამენ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე იმყოფება უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიაც, რომელიც ამბობს. მისი თქმით, სხდომაზე შეეცდება კოლეგებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინოს, თუ რატომ არ შეიძლება ის 10 მოსამართლე უვადოდ გამწესდეს უზენაეს სასამართლოში.