მაქვს ძალიან მყარი არგუმენტები – პარტია “ქართული ოცნების” ოფისში სხდომა იწყება

მაქვს ძალიან მყარი არგუმენტები – პარტია “ქართული ოცნების” ოფისში სხდომა იწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, პარტია “ქართული ოცნების” ოფისში მივიდა. ბესელიამ უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად სტრასბურგში ვიზიტი შეწყვიტა.

ეკა ბესელია შეხვედრის დაწყებამდე ამბობს, რომ მსჯელობა საქმიანი იქნება და მოხდება მთავარი საკითხის – მოსამართლეების შერჩევისა და სასამართლოს რეფორმის დასრულების საკითხის განხილვა.

„ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა. მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პირველია უმრავლესობის ამ ფორმატში დეკემბრის ბოლო კირის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმირების საკითხი.

მე ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ, მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს, არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო ასევე იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე.

კითხვას – გარიცხავენ თუ არა მას პარტიიდან, ბესელია არასერიოზულს უწოდებს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმება ხოლმე თქვენგან. იმიტომ, რომ თუ რაიმეს ადგილი ჩემს გონებაში არ არის და რაიმეზე არ ვფიქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის მხარდაჭერა, შეხიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს ცოტა სხვადასხვა რამეა. მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას, რომელია მთავარი კითხვა? ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა. მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათ ხარისხის კითხვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.