„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ლიდერი დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და მათ „ქართული ოცნების“ ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
დედოფლისწყაროში შეხვედრამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ავტოკოლონებისა და საყვირების ფონზე ჩაიარა. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ეს ახალგაზრდები ჩვენი დები და ძმები არიან, საკუთარი საქციელით ისინი კარგად აჩვენებენ სააკაშვილის რეჟიმს, რომელმაც ასე - სტვენითა და „პიპინით“ ქვეყანა დაანგრია“.
შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე თამაზაშვილმა. „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სატელევიზო პროექტ „ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.