კლანური საქართველო ბრუნდება

კლანური საქართველო ბრუნდება

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე ჭიდაობის ფედერაციის სკანდალს ეხმიანება.

"კლანური საქართველო ბრუნდება. ახლა მოჭიდავეთა კლანი ძალადობს კანონზე. მთავრობა ვერაფერს გახდება და მოუწევს დათმობა და კანონის ფეხქვეშ გათელვა, რადგან თვითონ გამოუშვა ჯინი,“ - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მოჭიდავეთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს და ჭიდაობის ფედერაციის დაპატიმრებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს. სპორტსმენების ნაწილი თვლის, რომ საკითხი "შინაურულად" მოჭიდავეების ოჯახში უნდა გადაწყდეს.

ცნობისათვის, გეგა გეგეშიძემ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჯაჭვით სცემა. მომხდარზე საქმე სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.