"ვის მადარებ, კალაძეს? მაგასთან შედარებით ვეფხისტყაოსანის ორი საზეპირო მაინც ვიცი და დიპლომი მამაჩემს არ უჩუქებია ჩემთვის დაბადების დღეზე" - ასე ამგვარად გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელემწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს, რომელმაც კახი კალაძე გამოქანების ინიციატივის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის ახალგაზრდობას შეადარა.