თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში საპატრულო პოლიცია და სახანძროა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთ სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და უსაფრთხოების მიზნით მაცხოვრებლები გარეთ არიან გამოსულები. სახლში კი, სადაც გაზმა გაჟონა არავინ ცხოვრობს. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.