თამარ ჩუგოშვილი: უხერხულია მეგობრებო, ძალიან

თამარ ჩუგოშვილი: უხერხულია მეგობრებო, ძალიან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პასუხობს. ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მაგნიტსკის სიაზე მომზადებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა, მხარი დაუჭირა.

„მაგნიტსკის სიაზე“ PACE-ს რეზოლუციაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ ცვლილებებს საქართველოდან ოთხი ინიციატორი ჰყავს: ორი უმრავლესობიდან, ორი – უმცირესობიდან, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. მე პირადად მხარი დავუჭირე კენჭისყრაში. უხერხულია მეგობრებო, ძალიან!“, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა.