იმის გათვალისწინებით თუ როგორ ეხმაურებიან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოსთან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ხოლო საუბარი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გადახედვაზე, უსაფუძვლოა და დღის წესრიგში არ დგას.
საქართველო გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტიორ ქვეყნებს შორის და ეს აისახება კიდეც კონკრეტულ ქმედებებში. როგორიცაა მაგალითად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალურად დასაქმების შესაძებლობა გერმანიაში, იტალიაში და მალე საფრანგეთშიც, ამას დამატებული მჭიდრო თანამშრომლმობა ეკონომიკური, განათლებისა და სხვა სფეროებში ურთიერთობებისა და ერთობლივი პროექტების გაღრმავებისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გაკეთებული კომენტარები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ამის კიდევ ერთი დასტურია.