„ამ ბრიყვს ჭიდაობა და ხულიგნობა ერთი ჰგონია“

„ამ ბრიყვს ჭიდაობა და ხულიგნობა ერთი ჰგონია“

„შევარდნაძეს მოუ***ან დედის **აკი, ოღონდ მართლა. ამჯერად - განათლების სიტემის დანგრევისათვის... მოჭიდავეები სორბონას კურსდამთავრებულებივით არასდროს აზროვნებდნენ, მაგრამ ეს მაინც ყველას აღემატება:

"რომ ვჭიდაობ, ვძალადობ. თუ არ ვიძალადე, მე მოწინააღმდეგეს ქულას ვერ ავუღებ."

ამ ბრიყვს, სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონს, ჭიდაობა და ხულიგნობა ერთი ჰგონია. სპორტული ღირსება, ხალიჩაზე ქცევის წესები და სახეში ვერაგულად ჯაჭვის ჩარტყმა - ამისთვის ერთი ტიპის ქცევებია.

მოკლედ, რაც კარგები ვართ, დღეს ჩვენ ყველა მოძალადეები ვართო; უფრო სწორედ - გეგეშიძეებიო.

და ისევ სოკრატე: სადაც კანონი არ კანონობს, იქ ერი იქცევა პლებსადო. ანუ - ბიდლოდო..." - წერს ცოტნე გამსახურდია.

"ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ, ძალის გამოყენების გარეშე მე იმას ქულას ვერ ავუღებ", - ამის შესახებ მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა ​ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.