„ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შურისძიება, იმ ადამიანებზე, მათ შორის ჩემი ჩათვლით, რომლებმაც მოახერხა ის, რომ სასამრთლო გახადა დამოუკიდებელი, წამოვიდა დამოუკიდებლობის გზაზე, ამიტომ მათ უნდათ რომ „ოცნების" ხელით მოხდეს ჩვენი დასჯა" - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" თოქშოუშუ „პირისპირ" მოსამართლე ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, მოსამართლეების მიმართ საზოგადოებაში სიძულვილს თესავენ.
ჩვენ წინააღმდეგ მიდის შავი პიარი, საზოგადოებაში ხდება სიძულვილის დათესვა მოსამართლეების მიმართ, მოსახლეობას აძულებენ მოსამართლეებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუ არ ვცდები „გამჭირვალობამ", - გამოაქვეყნა მხოლოდ იმ მოსამართლეების ხელფასები, რომლებმაც ხმა მისცა იმ 10 მოსამართლეს, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ უზენაეს სასამართლოში. განა იმიტომ, რომ ისინი კორუმპირებულები არიან, განა იმიტომ რომ დაუსაბუთებელი შემოსავალი აქვთ და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ რომ ადამიანებში დაეთესათ სიძულვილი ამ მოსამართლეების მიმართ. სასამართლო სისტემის მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა" - განაცხადა მურუსიძემ.
როგორც მურუსიძე აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან შეხება არასოდეს ქონია.
„ჩემზე ამბობენ, რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის" მოსამართლე. თქვენ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, თუნდაც 50 და მე გეტყვით, რომ მათთან არასდროს არავითარი შეხება არ მქონია. არასდროს ვიცნობდი ადეიშვილს, არასდროს შევხვედრივარ მას, არასდროს მქონია შეხვედრა მერაბიშვილთან, უგულავასთან, დათო ბაქრაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მქონდა მხოლოდ ფიცის დადების დროს" - აცხადებს ლევან მურუსიძე.