ლიბიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი ეჭვობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია და საქართველოს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას ითხოვს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბოლოს ქართველმა მეზღვაურმა დედას 6 იანვარს მისწერა და უთხრა, რომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას აპირებდა და სამშობლოში ბრუნდებოდა.
თურქული გემის 23 წლის ქართველი მეზღვაური 2-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ლიბიაში დაკარგული ახალგაზრდა აგვისტოს ომის გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია.
"მეტი ეჭვი მაქვს, რომ კონფლიქტიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი. მოკლეს. კამერას დაფიქსირებული არ აქვს და წყალში გადააგდეს", - განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.