ვინ არის იტალიაში სასტიკად ნაწამები და მოკლული ქალი -

ვინ არის იტალიაში სასტიკად ნაწამები და მოკლული ქალი - "წარმატებული ხელოვანი და სულით ქართველი"

ემიგრანტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში იტალიაში მოკლული ქართველი ქალის შესახებ წერს:

"კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში. ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს… იმედია სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის.

“ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს”2017 წლის დაჯილდოვებაზე 2

წარდგენილი ყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით…

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი".