სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა.
„სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა“, - განაცხადა არკადი ძავრიშვილმა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით კი, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.