ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტაგტუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა.

„ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ოჯახებს, რომ მკვლელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. საერთაშორისო სამართლებლივი ზომების და სანქციებიეს გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამეასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და ა.შ.შ_ს კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია.

„ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას მათ შორის ქვეყნის შიგნით და გადახედონ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას, დაამატონ ყველა ის პირი რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში", - აცხადებს დავით ბაქრაძე