უვადო მოსამართლედ არჩეულ ლევან მურუსიძის განცხადებებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ეხმიანება და ასეთ შეფასებას აძლევს:
"ლევან მურუსიძე არის თავხედი, არის მატყუარა, არის ცინიკოსი, არის არასანდო, არის არამართალი, არის საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის სახიფათო, მისი აზროვნების სტილიდან გამომდინარე! ამიტომ მურუსიძისგან უნდა გათავისუფლდეს ქართული სასამართლო და ეს აუცილებლად მოხდება!” - წერს ინაშვილი.