გოჩა ენუქიძე: ვიმედოვნებ, ეკონომიკური ფორუმი ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის

გოჩა ენუქიძე: ვიმედოვნებ, ეკონომიკური ფორუმი ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის

ვიმედოვნებ,   ეკონომიკური ფორუმი  ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ფორუმის ფორმატი გვაძლევს საშუალებას, სწორად  წარმოვაჩინოთ   ბიზნესისა და საინვეატიციო ბაზრის მიმზიდველობის ასპექტები.

დამატებითი უცხოური ინვესტიციები არის სწორედ ის ფინანსური კაპიტალი, რომლის მოზიდვის შედეგადაც  შევძლებთ  არსებული რესურსების მაქსიმალურ რეალიზებას.

დარწმუნებული ვარ, პრემიერის მონაწილეობა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, დიდწილად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინაშე  მდგარი  ამოცანების, გამოწვევებისა და პერსპექტივების რელევანტურ გადაჭრას.